ბონდო მძინარაშვილი: ნოემბრიდან როგორ დაიწყება კაი ცხოვრება შვილმკვდარი მამისთვის?!

ბონდო მძინარაშვილი: ნოემბრიდან როგორ დაიწყება კაი ცხოვრება შვილმკვდარი მამისთვის?!

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის აზრითაც, თურმე ნოემბრიდან (როცა ნაცმოძრაობა არჩევნებს მოიგებს) დაიწყება კარგი ცხოვრება და ყველას გვეშველება.

ბონდო მძინარაშვილი:

ეს კაცი შოკშია და ისე ლაპარაკობს თუ უკვე სერიოზულ ფაზაშია?!
შვილმკვდარი მამისთვის კაი ცხოვრება როგორ უნდა დაიწყოს ამ ნოემბრიდან კი არა, მისი სიცოცხლის ბოლომდე?! 

დიდი ხნის წინ ერთმა ჟურნალისტმა ერთ მაღალი თანამდებობის პირს ინტერვიუს დროს ჰკითხა, - ბედნიერი ხართო?
იმ კაცმა ჟურნალისტს კითხვა შეუბრუნა, - მაგიდაზე ჩარჩოში ჩასმულ სურათზე იცით, ვინ არისო?
- კი, ვიცი, თქვენი გარდაცვლილი შვილიაო.
- ჰოდა, რას მეკითხები, მე ბედნიერი როგორ ვიქნებიო, - უპასუხა იმ თანამდებობის პირმა.

საგანგებოდ არ ვწერ ჟურნალისტის და იმ მაღალჩინოსნის ვინაობას.
უბრალოდ, ამ ფაქტმა გამახსენა და კიდევ ერთხელ ვიკითხავ:
ნოემბრიდან როგორ დაიწყება კაი ცხოვრება შვილმკვდარი მამისთვის?!