N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში გამწვანების აქცია გაიმართა

N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში გამწვანების აქცია გაიმართა

N5 პენტენციურ დაწესებულებაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტისა და საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა. დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულებმა სხვადასხვა სახეობის ყვავილი და ბუჩქი დარგეს.

ქალ პატიმრებს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული დეკორატიული მებაღეობის ინსტიტუტის პროფესორმა ლალი გოგინავამ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით ლექცია ჩაუტარა და ასწავლა, როგორ უნდა მოუარონ ახალდარგულ მცენარეებს.

სტუმარმა მსჯავრდებულებს გადასცა ბიო სასუქი, ბიო შესაწამლი საშუალებები და ასევე სოფლის მეურნეობის შემსწავლელი ლიტერატურა.