N8 პენიტენციური დაწესებულების ეზოში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მარწყვი და ყვავილოვანი კომბოსტო დაირგო

N8 პენიტენციური დაწესებულების ეზოში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მარწყვი და ყვავილოვანი კომბოსტო დაირგო

N8 პენიტენციური დაწესებულების ეზოში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე 100 ძირი განსაკუთრებული ჯიშის მარწყვი (ნაყოფის მიღება წელიწადში ოთხჯერ არის შესაძლებელი) და ყვავილოვანი კომბოსტო დაირგო.
დაწესებულებას ნერგები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტისა და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობის ფარგლებში, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარმა გაუგზავნა. ასევე იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც დაწესებულების ეზოში არსებულ ბაღში არიან დასაქმებულები, ნერგების დარგვისა და მათი მოვლის თაობაზე საპატრიარქოს მებაღეობა-მებოსტნეობის ინსტიტუტის წარმომადგენლის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქცია და რეკომენდაცია მიეცათ.
გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების დასაქმების პროექტი 2019 წლის გაზაფხულზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით დაიწყო. პროექტის მხარდამჭერები საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან ერთად არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.