ამირან სალუქვაძე: რანაირად უნდა გელაპარაკოთ, არ ვიცი

ამირან სალუქვაძე: რანაირად უნდა გელაპარაკოთ, არ ვიცი
ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი):

ორი საკითხი:
ბევრი პოსტი შემხვდა დაინფიცირებულების საერთო ციფრის დამალვასთან დაკავშირებით.
აქამდე ყველა ერთად ვამაყობდით, საუბრობდნენ, ჩვენმა ექიმებმა სასწაული შესძლესო. მერე ვიღაცამ მოიფიქრა "დამალვის" თემის შემოგდება და აიტაცეს.

თქვენ თუ გჯერათ, თქვენი ნებაა. უბრალოდ იცოდეთ, რომ ხარაკირის ტოლფასია და, ასევე, ჩვენ ნუ გვთვლით ბრბოდ.

ანუ, რაზე საუბრობთ, არ გჯერათ, რომ 90-, ხომ? მაშ რამდენია, 110, 130, 150? ასე ცოტა სხვაობის დამალვას რა აზრი აქვს?

თუ ფიქრობთ, რომ რამდენიმე ასეულია და მალავენ? 4 ათასზე მეტს კარანტინში თუ არ მალავენ, 300-400 დაინფიცირებულს რატომ დამალავენ?

ან რა, დამალვაც რომ მოისურვოს ვინმემ, რუსეთში ვერ დამალეს პნევმონიის ფაქტებს და ამ პატარა საქართველოში როგორ უნდა დაიმალოს ასეულობით დაინფიცირებული ან პნევმონიის შემთხვევები?

მთავარი გავიწყდებათ. ჩვენს წამყვან სპეციალისტებს არ დაუმალავთ და თქვეს, რომ ზრდა იქნება, ოღონდ თუ სხვა ქვეყნებში საუბარი იყო ათასეულებზე, ჩვენთან იქნება მაქსიმუმ ასეულებზე საუბარიო. ანუ ასეული შემთხვევების დამალვას არავინ აპირებდა.

მაშ რა არის ამ ბრალდების მიზეზი. დილით დავწერე რა მიზეზიცაა და გადაკითხულმა პოსტებმა, კომენტარებმა, დამარწმუნა.

მივიღეთ ბოდიშისმაგვარი ახსნა გუშინდელ ინტერვიუებთან დაკავშირებით. არც მოველოდი ბოდიშს, თუნდაც სიმბოლურს.

ისევ აქეთ ჩაგვთვალეს განუვითარებლებად. თურმე ვერ გავარჩიეთ სად იყო შეკითხვები და სად დაკითხვები (с пристрастиеи).

ადამიანს რატომ უნდა აახსნევინო ცხრაჯერ, რომ სამთავე ტესტი გვჭირდება? ხომ თქვა ერთხელ?

ისიც ხომ თქვა ცხრაჯერ, რომ ეს ტესტები ამ კონკრეტული ვირუსისთვის სიახლეა?

ისიც ხომ ახსნა ცხრაჯერ, რომ 70 ქვეყანაა რიგში და მუშაობს საგარეო, რომ როგორმე რიგში ოდნავ წინ წავიწიოთ?

ისიც ხომ ახსნა ცხრაჯერ, რომ სწრაფი ტესტები როგორ უნდა გამოვიყენოთ და დღეს თუ გიჩვენა უარყოფითი, შესაძლოა მე-4-5 დღეს აღმოჩნდეს დადებითი და ახსნა ეს?

ისიც ხომ ცხრაჯერ აახსნევინეთ, რომ ფორსმაჟორია?

ისიც ხომ ცხრაჯერ ჩაეკითხეთ იყო თუ არა კორუფციის ნიშნები?

მერე ხომ ისევ ახლიდან ჩაეკითხეთ, ეს მეთოდი გავიგეთ, მაგრამ სწრაფი ტესტები რომ გვქონოდა, იქნებ უკეთესი შედეგი გვქონოდაო?

ისიც ხომ აგიხსნათ, რომ ტრამპი 48 საათს ელოდა და ჩვენ რამდენიმე საათში ვადგენთო?

ისიც ხომ ახსნა ცხრაჯერ, რომ გვქონდა თუ არა სწრაფი ტესტები, ლაბორატორიული ანალიზების მეშვეობით გამოკვლევების სისწრაფეს ხელი არ შეშლია?

ისიც ხომ ახსნა ცცრაჯერ, რომ 50 მილიონიან კორეაში სულ რაღაც 350 ათასი ადამიანი გამოილვლიეს, რაც მთელი მოსახლეობის 0,7%-?

ისიც ხომ ახსნა ცხრაჯერ, რომ .. ოქროს შუალედის მეთოდი, ასეც და ისეც ძირითადი გამოკვლევაა?

ისიც ხომ ახსნა ცხრაჯერ, რომ ამ აჩქარებული თუ სწრაფი ტესტების სიზუსტე მაქსიმუმ 80-85%-, რაც არ იძლევა გარანტირებულ შედეგს?

ისიც ხომ ახსნა ცხრაჯერ, რომ ვადროვოთ სპეციალისტებს მუშაობა, ნუ იქნება ყველა ეპიდემიოლოგი, ინფექციონისტი და ..

ადამიანს დაკითხვას უწყობთ, ორთავე დაწითლებულები ხართ გადაცემის ბოლოს და ჩვენ ეს ინფორმაციის მოპოვებად უნდა აღვიქვათ?

ამ ხალხმა ინფორმაციაზე უარი გითხრათ ვინმეს? დღე და ღამე ტელევიზიებში არიან. რაიმე პრობლემა შეგექმნათ ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებით?

რატომ არავინ დაინტერესდით რომელმა ორგანიზაციამ გაუგზავნა დისერტაციის ტოლფასი კითხვარი და რატომ?

ჟურნალისტურმა ქარტიამაც გაიღვიძა, თუ გააღვიძეს, დაასვა დასტური, სტანდარტში ჯდებაო.

კანონი არ დარღვეულა, მორალში არ ჯდება.

რანაირად უნდა გელაპარაკოთ, არ ვიცი. ჩინელი ექიმების ნიღბებით ნაიარევი სახეების ფოტოებს ვაქვეყნებდი 1-2 თვის მანძილზე.

თქვენთვის ვაქვეყნებდი, მათ მიმართ მეტი ჰუმანირები, ანუ ადამიანურები რომ ყოფილიყავით.

ერთხელ მაინც რომელიმე ტელევიზიას მოგივიდათ აზრად, მისულიყავით ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ან კლინიკებში და 8-12 საათიანი სმენის შემდეგ ჩვენი მედიკოსების სახეები გადაგეღოთ?

ან ვინმეს გიფიქრიათ, ეს არც ისე ახალგაზრდა ადამიანები, გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე (მანდილოსნებს არ ჩამოვწერ) და სხვები, როგორი დატვირთვით მუშაობენ ჩვენთვის და თქვენთვის, რამდენი საათი სძინავთ და რა რეჟიმში არიან?

ყოველ დღე ასეთ ქარცეცხლს რომ უწყობთ, არ გიფიქრიათ, რომ მათ მიმართ უფრო ლმობიერები უნდა იყოთ? მესიამოვნა ტორტი რომ აჩუქეთ. ვიფიქრე, შედგა კონტაქტი და სხვა რეჟიმში გაგრძელდებოდა... თურმე სად ხარ?!

ან ადამიანს ცხრაჯერ რომ ეკითხები კორუფციის შემადგენელზე, ჯანმრთელობის გარდა (გული, წნევა, რამე...) მის თავმოყვარეობაზე, ღირსებაზე რომ მოქმედებს, ვერ ხვდებით?

რაღა ამ ხალხს უტევთ, დაიბარეთ სამინისტროს ჩინოვნიკები, მინისტრი, მოაშგილეები და იმათ დაუსვით შესყიდვებთან დაკავშირებით მწვავე კითხვებიც და მათ შორის ეჭვებიც.

ჩინოვნიკებისთვის რომ მიგეწყოთ იგივე, ენას არ დავძრავდით. პირიქით. ვინც ასეთ დროს გამდიდრებაზე ფიქრობს, ყველა გამოსააშკარავებელია, ნებისმიერი რანგის პოლიტიკოსი თუ ჩინოვნიკი.

ამ დამსახურებულ ადამიანებს კი გავუფრთხილდეთ. გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობასაც და დროსაც.

ამათ გარდა კიდევ არიან ძლიერი სპეციალისტები. გაგვაცანით უცნობები, ხოლო ნაცნობებზე მოგვიყევით უფრო მეტი.

ჩვენგანაც ნუ მიიღებთ საწყენად. დღეს ყოველი მოქალაქე ამ სპეციალისტებს შევყურებთ, მათი იმედი გვაქვს. ადროვეთ მათუშაობა!