გელა ზედელაშვილი: რასაც ქართულ ჟურნალისტიკაში ვხედავთ, ეს არის სრული კატასტროფა!

გელა ზედელაშვილი: რასაც ქართულ ჟურნალისტიკაში ვხედავთ, ეს არის სრული კატასტროფა!

გელა ზედელაშვილი (ჟურნალისტი):

კორონა-ვირუსის პირობებში კარგად გამოჩნდა ქართული ჟურნალისტიკის უსუსურობა, ქართველი ჟურნალისტების უვიცობა და არაპროფესიონალიზმი!

ეს ამბავი ადრეც აშკარა გახლდათ, მაგრამ საგანგებო მდგომარეობამ, ანუ ექსტრემალურმა სიტუაციამ ხელის გულზე დაგვიდო ყველაფერი.

სხვათა შორის, ამის მცდელობა 2012-2013 წლებში იყო (დეტალებზე ამჯერად არაფერს ვიტყვი), თუმცა მაშინაც „ცხელ ღუმელს“ შემთხვევითები და არაპროფესიონალები მიუსხდნენ. ამის გამო ეს პროექტი ჩაიშალა!

დღეს ჩვენი ვალია, ამ სფეროში დასაქმებულ გოგო-ბიჭებს, მაქსიმუმ, ვასწავლოთ მართლწერა, დავუხვეწოთ მეტყველება, მინიმუმ - ვასწავლოთ სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება. არაფერს ვამბობ ჟურნალისტურ ოსტატობასა და თავისუფალ აზროვნებაზე.

საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ წერა-კითხვის მცოდნე ადამიანები, ვგულისხმობ ჟურნალისტთა ძველ  და საშუალო თაობებს. ასევე არსებობენ მეტყველების კარგი მასწავლებლები. ისინი უნდა დავასაქმოთ, როგორც პედაგოგები... გავუხსნათ სკოლები და სახელოსნოები.

რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ეს არის სრული კატასტროფა!