რატომ სძულთ ნაცებს ისინი, ვინც უნდა უყვარდეთ?

რატომ სძულთ ნაცებს ისინი, ვინც უნდა უყვარდეთ?

ნაცებს დღეს ყველაზე მეტად ისინი არ უყვართ, ვინც ყველაზე მეტად უნდა უყვარდეთ.
ნაცები არც მალავენ, რომ მათ მიმართ განსაკუთრებული აგრესიით არიან განწყობილნი და შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, რომ მათი ღვაწლი დაამცირონ და დააკნინონ, მათ კომპეტენციაში ეჭვი შეიტანონ.
საუბარია ექიმებზე, განსაკუთრებით ექიმ-ინფექციონისტებზე, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და კორონავირუსთან ბრძოლაში ისეთ შედეგებს მიაღწიეს, რომლითაც მთელი მსოფლიოა გაოცებული და გაკვირვებული.
საქართველოში არ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მადლიერებით არ იყვნენ გამსჭვალულნი ქართველი ექიმების გმირული თავდადების და მაღალი პროფესიონალიზმის მიმართ, თუმცა, ნაცების სახით, გამონაკლისი მაინც არსებობს, რომლებიც ამ ადამიანებისგან განსხვავებით, აბუჩად ამგდები ტონით ლაპარაკობენ ქართველ მედიკოსებზე და დაჟინებით ცდილობენ, რაღაც ხინჯი და ზადი მოუძებნონ მათ საქმიანობას.
რა ჭირთ ამ ნაცებს? რატომ იქცევიან ისინი სხვა ადამიანებისგან ასე განსხვავებულად.
ისინიც ხომ ადამიანები არიან, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და ამ ქვეყნის ჭირი და განსაცდელი მათთვისაც საერთო ხომ უნდა იყოს?
როგორც ჩანს, ნაცებმა, მიზეზთა და მიზეზთა გამო, დროთა განმავლობაში მუტაცია განიცადეს და რაღაც ახალი ჯიშის არსებებად ჩამოყალიბდნენ, რომელთათვისაც ადამიანური თვისებები უცხო და მიუღებელია.
ეს ადამიანთა რაღაც უცხო ჯიშია, რომელთაც არ აქვთ მადლიერების განცდა, არ აქვთ სიკეთის დანახვის უნარი, და, რაც მთავარია, საერთოდ არ აქვთ სინდისის და სირცხვილის გრძნობა, სამაგიეროდ, მოჭარბებულად აქვთ უტიფრობა და ურცხვობა.
ნაცებს შეუძლიათ თეთრზე თქვან შავიაო და თან თვალებში უტიფრად გიყურონ.
ნაცებს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ უცოდველი კრავები არიან, ეს იმ დროს, როცა ათასობით უდანაშაულო ადამიანის ცოდვა ადევთ კისერზე.
სრული კატასტროფა! სრული გადაგვარება! სრული დეგენერაცია!
აი, ასეთ და ამნაირ ნაცებს ქართველი ექიმები-ინფექციონისტები არ უყვართ და მათ აქვთ ამის სერიოზული მიზეზი.
როცა კორონავირუსი საქართველოშიც შემოიჭრა, აქამდე აგრესიული და დესტრუქციული ნაცმოძრაობაუცებ კონსტრუქციულ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციად იქცა და მთავრობას თანამშრომლობა შესთავაზა - ჩვენ კრიზისების მართვის დიდი გამოცდილება გვაქვს და მზად ვართ, ეს გამოცდილება ჩვენი ქვეყნის სამსახურს მოვახმაროთო.
კრიზისების მართვის რა დიდოსტატებიც იყვნენ ნაცები ყველას კარგად მოეხსენება - 2008 წლის კრიზისის დროს მთავარსარდალი სააკაშვილი მიწაზე ფორთხავდა და ჰალსტუხს ღეჭავდა, მშვიდობიანი მოსახლეობა მტერს შეატოვეს ხელში, მეთაურებმა ჯარისკაცები მიატოვეს და თბილისისკენ გამოქუსლეს, ბარგი-ბარხანით დატვირთული ნაცმოძრაობის ელიტა წითელ ხიდს მიაწყდა, საქართველომ ტერიტორიის 20%- დაკარგა.
ეს არის კრიზისების მართვის ის ხელოვნება, რაც ნაცებმა კრიზისულ სიტუაციაში გამოავლინეს.
რა გასაკვირია, ამ `ხელოვნების~ და ამ გამოცდილების მქონე ნაცებს დელიკატური უარი რომ უთხრეს
არჩევნებში ვერ ივარგეს, მიტინგები და აქციები ჩაუფლავდათ, ბოქლომებით სირბილმაც ვერ გაამართლა, მაგრამ კოვიდ 19-ის ასპარეზზე გამოჩენამ ნაცებს ახალი იმედები შთაბერა - ჩვენი დრო მოვიდა! არჩევნებით ვერ დავბრუნდით, ვერც სხვა ღონისძიებებმა გვიშველა, მაგრამ ახლა ამ კორონავირუსს მაინც შემოვყვებით და ჩვენს კუთვნილ ადგილს დავიბრუნებთ, როგორც პოლიტიკაში, ასევე ქვეყნის მართვაშიო.
ნაცები იმედოვნებდნენ, რომ კორონავირუსი ბევრ პრობლემას შეუქმნიდა ქართულ ოცნებას”, რომელიც, მათი ვარაუდით, ამ პრობლემებს ვერ მოუვლიდა და ქართველი ხალხი ისევ ნაცებს მოუხმობდა საშველად და ქვეყნის გადასარჩენად.
აქეთ ნიკუტა გვარამიამ პარჭყა ხელები, იქით ნაცთმოყვარე ვასილ სოფრომაძემ დაიწყო ჩხავილი - ზურაბიშვილმა სასწრაფოდ დაუბრუნოს მოქალაქეობა სააკაშვილს, რომ მან ქვეყანაში შემოსვლა მოახერხოს და საქართველო გადაარჩინოს, თორემ `ქართული ოცნება~ რისი გამკეთებელია, ეგენი 21 აპრილამდეც კი ვერ მიაღწევენო.
თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი რამ - ნაცების მიერ უნიათოდ შერაცხულმა ხელისუფლებამ, საქართველოს მთავრობამ, საკვირველი ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინა და ერთ მონოლითურ გუნდად შეკრული გადაულახავ ჯებირად წინ აღუდგა კორონავირუსის შემოტევებს.
საოცარი პროფესიონალიზმი, შეუპოვრობა და თავდადება გამოამჟღავნეს ქართველმა ექიმ-ინფექციონისტებმა, განსაკუთრებით უფროსმა თაობამ.
ის, რაც მათ ჩაიდინეს, ეს არის ნამდვილი გმირობა და მათ სახელები ასეც შევა საქართველოს ისტორიაში - გმირი ექიმები, რომელთა ფილიგრანულმა მოქმედებებმა, ფაქტობრივად, ჩაფუშა და გააცამტვერა ნაცების ყველა ოცნება და ყველა იმედი.
საქართველო არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა აღმოჩნდა კორონავირუსთან ბრძოლაში, რაც, პირველ ყოვლისა, ქართველი ექიმების დიდი დამსახურებაა.
სწორედ ამიტომ სძულთ და სწორედ ამიტომ არ უყვართ ნაცებს ქართველი ექიმები, ადამიანები, რომლებმაც `ნაცმოძრაობის~ პოლიტიკურ გეგმებს და ოცნებებს ცივი წყალი გადაასხეს.
სააკაშვილი ზის ახლა უკრაინაში და სიმწრისგან, ალბათ, ჰალსტუხს ჭამს: ეგ გამყრელიძეები, ცერცვაძეები, იმნაძეები, ეზუგბაიები, ბოლომდე რომ ჩამერეცხა, ახლა უკვე თბილისში, ავლაბრის სასახლეში ვიჯდებოდი. ახია, ჩემზეყველაფერი ჩემი ბრალია, სხვას რა უნდა დავაბრალო. თუ ჩარეცხვაა, ჩარეცხე, კაცო, ისე ჩარეცხე, რომ თავი უკან ვერ ამოჰყონ. ამათ კი, თავი ამოჰყვეს კი არა, ამ მამაძაღლ კორონას კუდით ქვა ასროლინეს. ეხ, რა გეგმები ჩამიშალეს ამ პენსიონერებმა
… “
კორონა-პროექტის იმედი რომ დაკარგეს, ნაცებმა პლასტინკა გადაატრიალეს და ახლა ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოწირულ ას მილიონზე დაიწყეს ყაყანი - არ არის ეგ ბიძინას ფულიფულის წარმომავლობა უნდა დადგინდეს, გამოძიება უნდა დაიწყოსო.
იცით, რა გითხრათ, “ნაცებო?” ასი მილიონი კი არა, თუნდაც მაგის ნახევარი, 50 მილიონი გადმორიცხეთ, თუ ეგ თანხა გებევრებათ, ჯანდაბას, ოცი მილიონი მაინც გადმორიცხეთ.
ნუ ხართ წუწკები და ძუნწები - 16 მილიარდი გაქვთ ქვეყნიდან გაზიდული და ეგ თანხა, 16 მილიარდთან შედარებით, “სემიჩკის ფულია თქვენთვის.
სულ სხვის ჯიბეში რომ ყოფთ ხელს, ერთხელ თქვენს ჯიბეშიც ჩაიყავით ხელი, თქვე წუწურაქო აფერისტებო!
რა დროს ამაზე ლაპარაკია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა
ქართული ოცნების მთავარი შეცდომა, იცით, რა არის?
რა არის და ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდანვე ხალხის ძარცვით და დაყაჩაღებით ნაშოვნი მილიარდები უკან რომ არ მოგატანინათ, ბიზნესები რომ შეგინარჩუნათ, სახლები და სასახლეები რომ არ ჩამოგართვათ და თქვენს ბანდიტობას და ავაზაკობას წერტილი რომ არ დაუსვა.
კორონავირუსმა ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა - ბოლომდე გააშიშვლა, ბოლომდე ჩამოხსნა ნიღაბი ნაცმოძრაობას და ბოლომდე დაგვანახა მისი სასტიკი ბუნება.
იქნებ ახლა მაინც დავანებოთ თავი კოჰაბიტაციის სიკეთეების შესახებ საუბარს და კორონავირუსზე უფრო საშიშ ვირუსს, “ნაცმოძრაობას”, თავისი ნამდვილი სახელი დავარქვათ.

ვახტანგ ხარჩილავა

„საერთო გაზეთის“ მთავარი რედაქტორი