ამირან სალუქვაძე: რევოლუციის მოხდენა არ ნიშნავს საბოლოო მიზნის მიღწევას

ამირან სალუქვაძე: რევოლუციის მოხდენა არ ნიშნავს საბოლოო მიზნის მიღწევას

ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი):

ბელარუსზე ერთსაც დავწერ და დავასრულებ, სანამ იქ არ დასრულდება.

პრიმიტიულად მიმდინარე პროცესებს არ შევხედავდი. მოლდოვაზე აღვფრთოვანდა აქ ხალხი. რამდენიმე თვე გაგრძელდა და გაისუსა ყველა. ჩაყლაპა მოლდოვა. მაია სანდუ გადააყენეს და დოდონის (პუტინის) გახდა მთავრობა.

იანუკოვიჩის გადაყენებით აღფრთოვანდა ხალხი. დასრულდა ყირიმის ანექსიით და დონბასის აყირავებით. ჯერ ყველაფერი გრძელდება.

ჩვენი მაგალითის გახსენებაც არ მინდა.

ლუკაშენკო რომ საკუთარ სახელმწიფოსთან და ხალხთან დამნაშავეა, ორი აზრი არ არსებობს.

მამა-მარჩენალის როლში სანამ აპირებს ყოფნას. ბელარუსი ევროპაა. ნაზარბაევი მიხვდა და გაათამაშა გადადგომა და არჩევნები.

ლუკაშენკოს ამ ხნის მანძილზე უნდა შეექმნა ისეთი გარემო, რომ მის "შეუცვლელობაზე" არ უნდა აეწყო სტრატეგია. ეს ყველაზე დიდი მავნებლობაა.

2012-ში რომ წასულიყო, ან 2016-ში, მობრუნების შანსი თუ არ ექნებოდა, ხალხში პატივისცემას მაინც შეინარჩუნებდა.

ახლა კი ჩიხშია. თუ გადადგება, გამოვა გაპანღურებული. თუ არ გადადგება, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს წასვლა და მოუწევს ცუდად.

რაც შეეხება რუსეთს, დავწერე უკვე, არ დათმობს. დათმობა არ გამოიხატება ლუკაშენკოს გადადგომა- არგადადგომაში. ლუკაშენკოზე დავწერე ამ დღეებში, პუტინს ის აღარც ამხედრებული სჭირდება, აღარც დაჩოქილი. გააჩნია როგორ წავა, შეიძლება მოახერხონ მისი შენარჩუნება. მაშინ ეს აღარ იქნება ის ლუკაშენკო. თუ ვერ მოახერხეს, არ ნიშნავს, რომ ამით დახურავენ თემას.

ერთი ცხადია, ბელარუსის მოწყვეტა, თანაც ერთიანი სახელმწიფოდან, ეს იქნება პუტინის სრული კრახი.

ან ვინ გაშიფრა ვინ რა თამაშს თამაშობს? ასეთ სიტუაციებში შედეგებით დავინახავთ ვინ რა ითამაშა, რომლებიც, შესაძლოა, ერთ დღეში გამოჩნდეს, ან ერთ წელში.

როცა მოკლედ ვწერ და მხოლოდ მინიშნებებს ვაკეთებ, იმაზე მივანიშნებ, რომ პრიმიტიულად მიდგომა არასწორია. რევოლუციის მოხდენა არ ნიშნავს საბოლოო მიზნის მიღწევას, თუ, რა თქმა უნდა, მხოლოდ რევოლუცია არაა მთავარი მიზანი.

უკრაინაშიც და მოლდოვაშიც, დასავლეთი იყო პრიმიტიული. კარგი იქნება, თუ ამ შემთხვევაში ჭადრაკს ითამაშებენ და არა შაშს.