ამირან სალუქვაძე: როცა ამ ტრაგედიას ადარებთ გირგვლიანის საქმეს, რაზე უნდა გელაპარაკოთ?!

ამირან სალუქვაძე: როცა ამ ტრაგედიას ადარებთ გირგვლიანის საქმეს, რაზე უნდა გელაპარაკოთ?!

ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი, სამხედრო ექსპერტი):

საზოგადოების გარკვეული გაპოლიტიზირებული ნაწილის სისატიკეს არ აქვს ზღვარი.
ასევე ზღვარი არ აქვს არაკვალიფიციურობას.

ხშირად ვერც კი გაიგებ, ვერ ხვდება ადამიანი და ამიტომ წერს სიძულვილით სავსე ბრალდებებს, თუ ხვდება და ამოძრავებს მხოლოდ პოლიტიკური მოტივები და სიძულვილი?!

გუშინ დავწერე ამ ტრაგედიის შესახებ, რომ გამოძიების მორიგ მასალებამდე თემას აღარ შევეხები მეთქი. გამიწვეყნდა გარკვეული მასალები, ისევ გამოვთქვამ მოსაზრებებს და ახალ მასალებამდე ისევ შუალედს ავიღებ.

ეს პოსტი მხოლოდ იაკობ ბრეგვაძეს და 112-ს შეეხება.

1. საზოგადოებას არ ჰქონდა მიღებული საკმარისი ინფორმაცია, არც ის იცოდნენ, რომ იაკობ ბრეგვაძე როგორც ფოტოგრაფი არ იყო მიწვეული, თუმცა უამრავმა ადამიანმა ტელევიზიით, სოციალური ქსელით, სასტიკი დევნა (ბულინგი) მოუწყვეს. ვინმე აგებს პასუხს?

2. მოისმინეს სატელეფონო ჩანაწერი და, იმის ნაცვლად, რომ ვაჟკაცურად უკან წაიღონ ბრალდებები, არ იმჩნევენ, თითქოს არაფერი ჩაუდენიათ. ახლა, თურმე, 112-ს ოპერატორზე გადაერთვნენ.

თურმე წერენ საუბარი დადგმულუაო. ან მაგარი უვიცი უნდა იყო, ან მაგარი უსინდისო, მსგავსი რომ დაწერო.

3. რაც შეეხება 112-ს. ცხრაჭკუაშვილებო, მთელ მსოფლიოში ასეა, 112-ს ოპერატორი როგორც მიიღებს ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას დახმარების შესახებ, ის ამ ინფორმაციას გადასცემს ან პატრულს, ან სასწრაფოს, ან საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს და შემდეგ აგრძელებს საუბარს, რათა დამატებითი ინფორმაციები მოიპოვოს. ფილმი მაინც ნახეთ "The Call", 112-ს მუშაობაზეა. კარგი იქნებოდა ეკითხა, მაგალითად, ხომ არ უჯდება ტელეფონი და მიეცა მითითები. ეს ისე. სხვა მხრივ რა პრეტენზიები გაქვთ, იქნებ დაწეროთ? თუ ვერ მოისმინეთ, როცა ეუბნება "გადავეცი ინფორმაცია" და ვაზუსტებ დეტალებსო? სხვა საკითხია რატომ ვერ იპოვა პოლიციამ, რასაც გაარკვევს გენერალური ინსპექცია.

4. კითხვებს სვამენ რატომ გააუქმა ზარიო. თქვენ არ გააუქმებდით, თუ პოლიცია ვერ გპოულობს და ჩხუბი უკვე დამთავრდა და დაიშალნენ? ხომ გაიგონეთ რას ეუბნება, რაღაზე უნდა მოხვიდეთ, მე უნდა დამიჭიროთო? ლოგიკურია. ოპერატორიც პასუხობს, თქვენ არავინ დაგიჭერთ, ვაზუსტებ ადგილმდებარეობას. ისიც უთხრა, რომ პოლიცია პირველი ზარის შემდეგ წავიდა. რა პრეტენზიებია? თემები დაილია?

5. იმ მომენტში, როცა ჩხუბი დამთავრდა, ვინმეს ეცოდინებოდა რა მოხდა და რომ მოსაძებნი უნდა ყოფილიყო ვინმე? თუ ეს გამოიკვეთება, არავის დაინდობენ, მაგრამ დაფიქრდით, საკუთარი თავი წარმოიდგინეთ ღამით რას მოიმოქმედებდით? დაკარგულის შესახებ მეორე დღეს გაკეთდა განცხადება და დაიწყო ძებნა. ამ დეტალებს გაარკვევენ.

6. "შკოდით" წაიყვანესო და "ტოიოტა პრიუსი" ყოფილა. ვინც გააშუქეთ, ვინც პოსტები დააცხვეთ, არ გსურთ უკან წაღება? ბოდიშზე საუბარი არაა.

7. ბრალდებები იყო მასალები წაშალაო და ამ დროს ბრეგვაძის გადაღებულ ვიდეოს ყველა ტელევიზია აფრიალებს.

8. იცოდნენ, რომ ბრეგვაძე როგორც ფოტოგრაფი არ იყო მიწვეული, მაგრამ დღემდე ფოტიგრაფს ეძახიან. ოფთალმოლოგი რომ იყოს პროფესიით?

9. გუშინდელ პოსტში მიგანიშნეთ ბრეგვაძის ოჯახთან და სხვადასხვა ნიუანსებთან დაკავშირებით. არ დავწერე შეგნებულად. იცოდით, რომ მრავალშვილიანი ოჯახია, 7 დედმამიშვილია, რომლებიც უმამოდ იზრდებიან. მამა მღვდელმსახური იყო. სხვა ნიუანსებიცაა. მისთვის შეღავათი არავის გაუკეთებია. წაიკითხეთ დედამისის ფეისბუქის წერილი.

10. გამოაცხადეს ციფრები და თუ ოდნავ აზროვნებთ, აბა გაიაზრეთ: ორ კვირაში პოლიციამ ჩაატარა 450 საგამოძიებო პროცედურა, აქედან 131 ჩხრეკა, დაკითხულია 93 პირი. ახლა დაფიქრდით, ამდენ მასალას, დაკითხვის ოქმებს, ექსპერტიზის მასალებს, სჭირდება თუ არა გაანალიზება, ვერსიების აგება, ამ ვერსიების გამყარება ფაქტებით და სხვა? ამავე დროს, იცით, რომ გამოძიება ელოდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზის დასკვნას. მაინც აკეთებთ გაუგებარ შეფასებებს.

მეორე გზა არსებობს, ჭაკუას გზა, გუშინ დავწერე, ცემა, წამება, შიმშილი, ღამის დაკითხვები და ყველაფერს იტყვიან...

ტყუილად ვწერ. ასეთი პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ და გააგრძელებთ ამ სიძულვილს.

როცა ამ ტრაგედიას ადარებთ გირგვლიანის საქმეს, რაზე უნდა გელაპარაკოთ?!

დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ბრალდებები იქნება, როგორც მინიმუმ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. დანარჩენის შესახებ თქვენსავით მოვლენებს ვერ გავუსწრებ წინ.