ვახტანგ ხარჩილავა: სააკაშვილი მკვდრეთით აღმდგარი ლენინია!

ვახტანგ ხარჩილავა: სააკაშვილი მკვდრეთით აღმდგარი ლენინია!

როცა არ იცი, საიდან მოდიხარ, არ იცი, საით უნდა წახვიდე. მომავლის გზას წარსულიდან მომავალი გზა განსაზღვრავს, მაგრამ როცა არ გახსოვს ის გზა, რომლითაც მოაღწიე აქამდე, სადაც ახლა დგახარ, არ იცი, როგორ და რა მიმართულებით უნდა გააგრძელო წინ სვლა, სვლა წინისკენ.
მომავალი სინამდვილეში წარსულის განმეორებაა ახალი ვარიაციებით, რომელიც მთლად წარსულის ზუსტი ასლი არაა, მაგრამ მაინც მისი მიბაძვაა, მისი ხელახალი გაცოცხლების მცდელობაა და როცა ეს პირველწყარო არ გახსოვს, როცა დედნის ტექსტი გონებიდან ამოგივარდა, ახალ ტექსტს ვერ შექმნი.
კაცობრიობა საკუთარი ფესვებიდან მოწყვეტის და დიდი მიგრაციის ჟინმა შეიპყრო. კაცობრიობა უკიდეგანო, უზარმაზარ ბოშათა ბანაკს დაემსგავსა, რომელიც ერთ ადგილას ვერ ჩერდება.
რატომ დაკარგა სამშობლომ, ანუ იმ სივრცემ, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, მიზიდულობის ძალა? რატომ დაკარგა მან ეპიცენტრის ფუნქცია და რატომ განვიბნევით მისგან ასე იოლად და უმტკივნეულოდ?
ამ თემაზე, რომელსაც ამ წერილში ვსაუბრობ, ადრეც ბევრი რამ დამიწერია, მაგრამ ეს წერილი მაინც არ არის ერთხელ უკვე ნათქვამის გამეორება – ის უფრო ძველი თემის ახალი რაკურსით დანახვის მცდელობაა.
მილიონნახევარი ქართველია გასული საქართველოდან და, ვაღიაროთ, ამ მილიონნახევარი ადამიანიდან ყველა არ გაქცეულა აქიდან გაჭირვების და დუხჭირი ყოფის გამო - ზოგი საკუთარ თავს გაექცა.
სამშობლოს არ აღმოაჩნდა ის ძალა, რომელიც ამ ადამიანებს მისკენ გადასძალავდა და მისგან არ გაუშვებდა.
თანამედროვე ფილოსოფოსთა და მკვლევართა შეფასებით, თანამედროვე ადამიანი სულ უფრო და უფრო ეგოცენტრიკული არსება ხდება. ის თავს ვალდებულად არ თვლის, ანგარიში გაუწიოს სახელმწიფოს, სახელმწიფო ინტერესებს, სახელმწიფო ინსტიტუციებს. მისი აზრით, ის თვითონ არის სახელმწიფო, სახელმწიფო საკუთარი კანონებით და კონსტიტუციით.
რამ გამოიწვია ადამიანის ასეთი მეტამორფოზა? ის თვითონ გახდა ასეთი თუ მას "დაეხმარნენ", რომ ასეთი გამხდარიყო?
რა თქმა უნდა, მას დაეხმარნენ, რომ ნელ-ნელა განძარცვულიყო წარსულის `მავნე~ მემკვიდრეობისგან და ახალ მოძღვრებას ზიარებოდა, რომელიც მას საუკუნეთა განმავლობაში დამკვიდრებული სტერეოტიპებისგან სრულ განთავისუფლებას პირდებოდა.
პირველი გრანდიოზული ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტი ამ მიმართულებით ეს იყო 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში სატანათა შორის უპირველესი სატანის ვლადიმერ ულიანოვის ხელმძღვანელობით განხორციელდა და რომელსაც 20 მილიონი მართლმადიდებელი ქრისტიანის სიცოცხლე შეეწირა.
თვალთმაქცი, ფარისეველი, სიფილისტისგან ტვინშეჭმული პარანოიკი, რომელსაც ბავშვობაში მამათმავალი მამა აუპატიურებდა, აღმოჩნდა ის დრაკონი, რომელმაც ყველაზე და ყველაფერზე უსასტიკესად იძია შური და სისხლის ოკეანე დააყენა.
ლენინი, რომელმაც პროლეტარიატის ბელადად გამოაცხადა თავი სინამდვილეში პროლეტარიატის კი არა იმ ულტრალიბერალური იდეების მსახური და რეალობაში განმხორციელებლი იყო, რომელიც ადამიანის რეკონსტრუქციას და ახალი ადამიანის შექმნას ისახავდა მიზნად.
ყველაფერი, რაც 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე მომხდარა, წარსულის მავნე გადმონაშთად გამოცხადდა, რომელიც რევოლუციის პირმშოს – ახალ ადამიანს, ხელს უშლიდა ახალი, დიადი მიზნების და ამოცანების განხორციელებაში.
ცივილიზაციათა მიერ დატოვებული უძვირფასესი და უმშვენიერესი მემკვიდრეობა. კულტურული, სულიერი თუ მატერიალური, ახალი ადამიანის ფორმაციისთვის ხელისშემშლელ მემკვიდრეობად შეირაცხა და მის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა წმინდაწმინდა და სავალდებულო ნორმად გამოცხადდა.
დაიწყო გამანადგურებელი ომი ეკლესიის წინააღმდეგ, რელიგია ხალხის ოპიუმად გამოცხადდა, ღმერთის არსებობის აღიარება ჩამორჩენილობის, სიბნელის სინონიმად იქცა.
თუ არ არსებობს ღმერთი, მაშინ არც ის ადამიანი არსებობს, რომელიც ღმერთმა შექმნა სახედ თვისად.
30-იან წლებში მიწასთან გაასწორეს მსოფლიოში ცნობილი და დიდი ავტორიტეტის მქონე ის სამეცნიერო სკოლები, რომლებიც გენეტიკის საკითხებს იკვლევდა.
გენეტიკა, როგორც მეცნიერება, კატეგორიულად მიუღებელი იყო იმ ახალი იდეოლოგიური კონცეფციისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი უფესვო, უწარსულო ბიოლოგიური მასალაა, საიდანაც შეიძლება გამოძერწო ნებისმიერი რამ - ვთქვათ, კომუნიზმის მშენებელი რობოტი.
რა აზრი აქვს ამ ამბების გახსენებას, რომლებიც დროის მდინარებამ, თითქოსდა უკვალოდ ჩარეცხა? ვის ჭირდება ამ ტრაგიკულ ამბებზე ხელახლა საუბარი, ეს ყველაფერი ხომ დამთავრდა, დასრულდა.
საქმე ის არის, რომ, სინამდვილეში, არაფერიც არ დამთავრებულა. უფრო მეტიც - 21-ე საუკუნის დასაწყისში, ოქტომბრის რევოლუციიდან 85 წლის შემდეგ საქართველოში შესაძლებელი გახდა ხელისუფლებაში კვლავ "ნორჩი ლენინელები" დაბრუნებულიყვნენ და ქვეყანა ცხრა წლის განმავლობაში ემართათ, თუმცა რატომ მხოლოდ ცხრა წლის განმავლობაში? ისინი არსად არ წასულან და დღემდე წარმართავენ პოლიტიკური დღის წესრიგს.
დიახ, 21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში კვლავ დაბრუნდა ლენინი თავისი ნორჩი ლენინელებით, თავისი იდეოლოგიით, თავისი მკვლელთა რაზმებით, სადისტებით, მანიაკებით, დაბრუნდა, აქ არის და, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს არ აპირებს წასვლას.
ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ უცნაურ და დაუჯერებლ რაღაცას ვამბობ. მართლაცდა, სად ბოლშევიზმი და სად ნაცმოძრაობა, სად პროლეტარიატის ბელადი ლენინი და სად პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილი. რა მსგავსება და რა კავშირი შეიძლება მათ შორის არსებობდეს?
მსგავსება და ირიბი კავშირები კი არა მათ ქმედებებს შორის მცირეოდენი განსხვავებაც კი არ არის.
სააკაშვილი მკვდრეთით აღმსდგარი და რეინკარნაციის შემდეგ სიმაღლეში გაზრდილი ლენინია.
სააკაშვილს ახლა სტალინობა მოუნდა და თავისი ნაავკაცარი მთლიანად ბოკერია - "ტროცკის" სურს გადააბრალოს და ისევე გაანადგუროს იგი, როგორც სტალინმა გააცამტვერა ეშმაკთან წილნაყარი ლეიბა ბრონშტეინი.
"ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან. მაგალითად, მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ასეა, ვატარებ ჯვარს ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ყოველთვის, მთელი ეს წლები აკეთებდა ამას, განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობებით მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრებაა".
რასაც სააკაშვილი ლაპარაკობს ბოკერიას მისამართით, ცხადია, ყვლაფერი მართალია, ისევე როგორც თავიდან ბოლომდე ტყუილია, რასაც სააკაშვილი საკუთარ თავთან მიმართებაში ამბობს.
სააკაშვილს ჯვარიც ფეხებზე ჰკიდია, ქრისტიანობაც, ტრადიციებიც, ქართველი ხალხიც და ეროვნული ფასეულობებიც.
ყველაფერი, რაც იმ ავბედითი ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა, ხდებოდა სააკაშვილის ინიციატივით, მასთან შეთანხმებით, მისი ნებართვით.
თუ ლენინმა პირველი დეკრეტი სექსის შესახებ გამოსცა და საყოველთაო სექსუალური "ამნისტია" გამოაცხადა, ამანაც, ამ "მართლმადიდებელმა ქრისტიანმა" სააკაშვილმაც იგივე გააკეთა და ბავშვებს ბუჩქებისკენ მიუთითა.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერშიფი, განთქმული თავისი ხლისტური თავაშვებულობით, თვითონ იძლეოდა სექსუალური აღვირახსნილობის მაგალითებს და ის ამითაც ძალიან ჰგავდა თავის სულიერ წინაპრებს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან.
ინტელეგენციას "გავნოს" უწოდებდა ლენინი, სააკაშვილს მთლად გავნო არ უწოდებია, მაგრამ ინტელეგენცია ამანაც ჩარეცხილებად და ჩასარეცხებად გამოაცხადა და "გავნოსავით" ჩარეცხა კიდევაც.
სააკაშვილს არ მოსწონდა ქართველები, ლენინივით ისიც ახალი ადამიანის შექმნაზე ოცნებობდა და ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამდა.
ახალი ქართველის შექმნის მიზნით, მთავარი დარტყმა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ განათლების სისტემას მიაყენა და იმდენად დააზიანა და შეარყია იგი, რომ ამ სისტემის ნორმალურ მდგომარეობაში მოყვანა დღემდე ვერ ხერხდება.
სააკაშვილმა ლენინსაც კი გადააჭარბა და მისი პოლიტიკური დობილის და თანამოაზრის ნინო ბურჯანაძის დახმარებით, რომელიც იმ დროს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანდებოდა, ქართველებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან მამის სახელი და ეროვნულობის აღმნიშვნელი გრაფა ამოუშალა, რითაც ქართველი ერი, ფაქტობრივად, ამოწერეს მსოფლიოს ხალხთა სიიდან.
ქართველი ერი დღეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით, ოფიციალურად, არ არსებობს.
მსგავსი რამ არ მომხდარა არც ერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში. ჩვენ აქაც ყველას დავასწარით, ისე, როგორც საბჭოთა იმპერიიდან ყველას დავასწარით ლენინის ძეგლის დადგმა.
რომ არა ქართველი ხალხის და ქართული ეკლესიის თავგანწირული წინააღმდეგობა, საქართველო იქნებოდა პირველი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საქმეშიც.
სხვათა შორის, შეიძლება ბევრმა არ იცის და ბარემ აქვე ვიტყვი:
იმ დროისთვის ყველაზე `პროგრესული~ კანონები სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვის სფეროში, სწორედ ლენინის და მისი თანამოაზრეების მიერ იქნა მიღებული - ლეგალიზებული გახდა ჰომოსექსუალთა ქორწილი, ტრანსგენდერებს მისცეს ჯარში სამსახურის უფლება, ღიად ჰომოსექსუალი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. კანონმდებლობიდან ამოღებული იქნა სექსუალურ უმცირესობათა დისკრიმინაციული კანონები და უბრალო ადმინისტრაციულ პროცედურად იქცა ოფიციალურ საბუთებში სქესის შეცვლა.
დარწმუნებული ვარ, ის რაც ახლა დავწერე, ქართველ მკითხველთა დიდმა ნაწილმა, პირველად გაიგონა.
რატომ მოხდა ასე?
ცხადია, იმ 70 წლის განმავლობაში, რაც საბჭოთა კავშირში ვიცხოვრეთ, ამ თემებზე ვერავინ ილაპარაკებდა ხმამაღლა და ღიად, მაგრამ ჩვენ ამ 70 წლის გარდა, კიდევ 30 წელი ხომ ვიცხოვრეთ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში? ამ დამოუკიდებელ სუვერენულ საქართველოში მაინც ვინ აგვიკრძალა ამაზე ლაპარაკი.
ეტყობა, გვიკრძალავდნენ და გვიკრძალავენ, რადგან ამ თემებზე ღიად საუბარი რომ დავიწყოთ, მაშინ ხომ გამჟღავნდება დიდი საიდუმლო - ის, რასაც პროდასავლურ, პროგრესულ, ჰუმანურ იდეებად გვასაღებენ ვიღაც-ვიღაცები და რისი გაპროტესტებაც ჩამორჩენილობად, ველურობად და ბარბაროსობად გვეთვლება, სულაც არ არის თურმე მხოლოდ პროდასავლური ღირებულებები. უფრო მეტიც - ეს "ღირებულებები" თურმე ჩვენს ძია ლენინს ასი წლის წინათ რეალობად უქცევია და გორელ ჯუღაშვილს რომ არ შეეშალა ხელი, ჩვენ ახლა "სამოთხეში" ვიცხოვრებდით - ცოლები საერთო, ქმრები საერთო, შვილებიც საერთო, "სამოთხე" კაცზე დაქორწინებული კაცებით, ქალზე ჯვარდაწერილი ქალებით, საყოველთაო-სახალხო გარყვნილებით, სოდომით და გომორით. სამოთხე კი არა ნამდვილი ჯოჯოხეთია, დედამიწაზე ჩამოტანილი ჯოჯოხეთი.
ამ თემებზე რომ ვილაპარაკოთ, დიდი საიდუმლო გამჟღავნდება-მეთქი, ვთქვი ზემოთ და, აჰა, გამჟღავნდა კიდევაც.
ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, გაგრძელებაა იმისა, რაც გუშინ, გუშინწინ, ერთი საუკუნის, საუკუნენახევრის წინათ ხდებოდა. ეს ერთი იდეოლოგიაა, ანტიადამიანური, ანტიჰუმანური, ანტიკაცობრიული იდეოლოგია, სატანისტური იდეოლოგია, რომელსაც სხვადასხვა დროსა და ეპოქაში სხვადასხვა სახელი ერქვა, მაგრამ ძირითა და საწყისით, ყველაფერი ეს ერთია - ლიბერალიზმი, ლენინიზმი, სიონიზმი, მასონიზმი, გლობალიზმი, კომუნიზმი - ეს ერთი ჯანდაბა და დოზანაა, ერთი საერთო ფესვიდან ამოზრდილი ბოროტებაა, ლიუცეფერული წარმოშობის მეტასტაზებია, რომლებიც ნელ-ნელა ედება კაცობრიობის სხეულს.
გასული საუკუნის 20-იან წლებში მართლმადიდებლურ რუსეთში განხორციელებული სატანისტური ექსპერიმენტი დღეს მსოფლიოს უამრავ სახელმწიფოში, მათ შორის, ევროპის კონტინენტზე სულ უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდება და იქიდან იმპორტის სახით, უცხოური პროდუქციის იარლიყით შემოდის საქართველოში, ხოლო რასაც უცხოური ჰქვია, ქართველთათვის ყოველთვის საუცხოოსთან იყო გაიგივებული, ეს "უცხოური" თუნდაც მიხაკ-დარიჩინით შეკმაზული ფეკალიები იყოს.
"ნორჩი ლენინელების" ქართულ პოლიტიკაში შემოთესლება, უპირველეს ყოვლისა, ედუარდ შევარდნაძის სინდისზეა, რაც საქართველოს წინაშე ჩადენილ სხვა უმძიმეს ბოროტებათა შორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებად შეიძლება ჩაეთვალოს მას.
შევარდნაძემ მოურჩენელი ჭირი შეჰყარა ქვეყანას, რომლისგან განკურება, აგერ უკვე 20 წელიწადია, ვერა და ვერ ხერხდება.
2012 წლის ოქტომბერში თითქოსდა შევძელით ამ ჭირის დამარცხება, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ამ ჭირს ისეთი გავლენიანი პატრონები და მფარველები ჰყავდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მისი ბოლომდე აღმოფხვრა და ამოშანთვა ჩვენს ძალებს აღმატებოდა თურმე.
"ნაცმოძრაობა" ჰქვია ქართულად ამ ჭირს და უბედურებას, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ქართული წარმოშობის ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია. ის იმ უზარმაზარი იდეოლოგიური ქსელის ნაწილია, რომლითაც დაქსელილია მთელი დედამიწა - ამერიკა, აზია, ევროპა, აფრიკა.
ჩვენ "ნაცმოძრაობა" ვერ "გავიტანეთ" პოლიტიკური ასპარეზიდან, მაგრამ ვერც რუსებმა გაიტანეს ლენინი მავზოლეუმიდან და მისი ფსევდონიმი "პროლეტარიატის ბელადი", იმ სახელით ვერ შეუცვალეს, რაც სინამდვილეში იყო - ეშმაკის ელჩი, ეშმაკის მოციქული დედამიწაზე.
ჩვენ ვერ დავმარხეთ "ნაცმოძრაობა", მაგრამ რუსებმაც ვერ გაბედეს ლენინის მიწისთვის მიბარება და და დაუმარხავი ეშმაკი დღემდე განაგრძობს ხეტიალს მთელ მსოფლიოზე.
ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ ამ წერილში ნაცმოძრაობაზე, მაგრამ ყველა ეგრეთ წოდებული პროდასავლური პარტიები და მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები იგივე "ნაცმოძრაობაა", უფრო ზუსტად, ისინიც იმ საერთო ცენტრიდან იმართებიან, საიდანაც "ნაცმოძრაობა".
სააკაშვილი თუ უსუფაშვილი, ბოკერია თუ ძმები ბერძენიშვილები, სამადაშვილი თუ ხოშტარია, ბოკუჩავა თუ გიგაური, ვაშაძე თუ ბაქრაძე, მაჭუტაძე თუ ღლონტი, ჯაფარიძე თუ გვარამია, ხაზარაძე თუ ბარამიძე, ამ სიის უსასრულოდ გაგრძელება შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სხვადასხვა პარტიებს წარმოადგენენ, სინამდვილეში ერთი საერთაშორისო პარტიის, პოლიტიკური ლგბტ პარტიის წარმომადგენლები არიან.
შემთხვევითი ამბავი ხომ არ გგონიათ, თქვენ, აგერ, სულ ახლახან ლგბტ თემმა ე.წ. პროდასავლურ პარტიებთან მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში კინაღამ რევოლუცია რომ მოახდინეს.
შემთხვევითი ამბავი ხომ არ გგონიათ თქვენ, მამუკა ხაზარაძე უბორნიის პოეტებს და გარყვნილების, სექსუალური აღვირახსნილობის მქადაგებელ "მწერლებს" რომ აფინანსებს.
შემთხვევითი ამბავი ხომ არ გგონიათ თქვენ, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ არჩეული სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეები ყველა ერთ ხაზს რომ მისდევდნენ და ყველა ერთ "ლგბტ-ურ" ენაზე რომ ჟღურტულებდნენ.
ჟვანია იყო და მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელიო, განაცხადა.
ბურჯანაძემ "ევროპელ" ქართველებს მამის სახელი და ეროვნება რაში ჭირდებათო, ორივე ჩუმად და მალულად ამოგვიფხიკა დოკუმენტებიდან.
უსუფაშვილმა სამშობლო და პატრიოტიზმი არ ვიცი მე. მთავარია, შვილები თავისუფალ ადამიანებად გაიზარდონ, მერე კი გინდ სამშობლო შეიყვარონ, გინდ - ქალიო.
მოკლედ რომ ვთქვათ, ქართული პოლიტიკა გასული საუკუნის 20-იან წლებში ლენინიზმის გაფურჩქვნის ხანაში დაბრუნდა. სიმაღლეში გაზრდილი ლენინიც აქ არის, ლეიბა ბრონშტეინიც (ტროცკი) აქ არის, ზინოვიევიც აქ არის, კამენევიც აქ არის, ძერჟინსკიც აქ არის, ყველანი აქ არიან, ერთადერთი სტალინი არ ჩანს არსად, რომ ეს "შანტრაპა" ყვ…ით დაკიდოს და ქვეყანა ამ აშმორებული ნაგვისგან გაწმინდოს.

"საერთო გაზეთი"