სამგორის რაიონის გამგეობა სტურუას ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს

სამგორის რაიონის გამგეობა სტურუას ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს

ლილოს დასახლებაში მდებარე ცენტრალურ ქუჩაზე, 14 500 კვ.მ ფართობი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგდება სრულდება. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და გამგებლის მოადგილემ სოსო ბურდულაძემ დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. ასევე, ეწყობა ბორდიური და ტროტუარები. ცენტრალურ გზასთან ერთად, მოწესრიგდება ის მიმდებარე ეზოები, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, განთავსდება შესაბამისი ნიშნები და ჩატარდება საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები. პროექტის შესასრულებლად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 796 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „სკინჩი“ ახორციელებს. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, სტურუას ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, სრულად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა და რეაბილიტირდა წყალარინების ქსელი.