სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში კიდევ ერთი გადამზადების კურსი დაიწყო

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში კიდევ ერთი გადამზადების კურსი დაიწყო. 
საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები ტექნიკური ნახაზების შესრულებას პროგრამა ავტოკადში სწავლობენ. 
გადამზადების კურსი მათ დოკუმენტების გაციფრულებასა და სხვადასხვა ტექნიკური ნახაზების ელექტრონულად შესრულებაში დაეხმარებათ. 
მხაზველობითი პროგრამის შესწავლის კურსი სამ თვეს გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდეგ მსმენელები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს მიიღებენ.