საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლის დაწყება გადავადდა

საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლის დაწყება გადავადდა

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„ეს ჩვენთვის იმისთვის არის საჭირო, რომ სწორად შევაფასოთ დღევანდელი რისკ-ფაქტორები და ამისთვის ეპიდემიოლოგებთან ერთად გვჭირდება ორი კვირა. ამის შემდეგ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში“.