ამირან სალუქვაძე: სირია და თურქეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა

ამირან სალუქვაძე: სირია და თურქეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა

ამირან სალუქვაძე (ექსპერტი, ანალიტიკოსი):

ამ ღამის განმავლობაში მათ ერთმანეთის ობიექტებზე ღია იერიშები მიიტანეს. ორთავე მხრიდან არის მსხვერპლი.

შეიცვალა თურქული და რუსული მედიის რიტორიკა, თუმცა, ჯერ კიდევ მოზომილია, მაგრამ უკვე ღია კრიტიკაა.

სირიის რეჟიმის მხარდაჭერის გამო, თურქეთში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა თურქეთი გააკრიტიკა.

ნატო, მიუხედავად ერდოღანის მიმართვისა, ჯერ ვერ ხედავს მე-5 მუხლის ამოედების საჭიროებას.

ამერიკა, როგორც ადრე მოგახსენეთ, თურქეთს მხარდაჭერას უცხადებს. კიდევ ერთხელ შეახსენეს ანქარას, უარი თქვან რუსულ ს-400-ებზე.

თურქეთში უშიშროების საბჭო მიმდინარეობს, რომელიც უკვე მრავალი საათია გრძელდება. სერიოზული დანაკარგების ფონზე, არაა გამორიცხული რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება.

საბრძოლო მოქმედებებს კი, იდლიბის რაიონში, უშუალოდ თურქეთის თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს. ეს ბევრზე მეტყველებს.

მივადევნოთ თვალი. პროგნოზებისგან თავის შეკავება სჯობს, რადგან ჩვენ არ ვწყვეტთ. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც, შესაძლოა მყისიერად შეიცვალოს.

როცა ორი ვარიანტია, ან დიდი ომი იქნება, ან არა, პროგნოზები უფრო მკითხაობა და პოპულიზმია. იტყვი რაიმეს და შემდეგ იტრაბახებ მოვარტყიო.

მოლაპარაკებების მაგიდებთან, ვიწრო კულუარებში რაც წყდება, თუ არ გაქვს წვდომა ამ დერეფნებთან დაახლოებულ წყაროებთან, ჰაერს ნუ დავტკეპნით.

ადრე მოგახსენეთ, რომ სირიაში რუსეთ-თურქეთის, სწორედ ასე უნდა დავარქვათ, გართულება, ლიბიაში მათ უთანხმოებას უკავშირდება.

სწრაფად დარეგულირების პერსპექტივაც არ ჩანს. კიდევ ერთხელ, ეს რუსეთ-თურქეთის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების მთელი პაკეტის მხოლოდ ნაწილია, რომლებიც, როგორც წლების წინ ვწერდი, დროებით, ხაზს ვუსვამ, დროებით თაროზე ჰქონდათ შემოდებული. მოახერხებენ თუ არა ისევ თაროზე შემოდებას, დავაკვირდეთ.

კოლეგებს ვთხოვ თავი შეიკავოთ ამ პროცესებთან საქაეთველოს მიბმისგან და საქართველოში შესაძლო რაღაც სცენარების აღწერისგან. ყველაფერი ღია სივრცეში არ განიხილება. დავაკვირდეთ სირიას.