სიღნაღის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება და 26 თვეში უნდა დასრულდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ავრცელებს.

პროექტი სოფლების – ტიბაანის, ანაგის, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბის, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს „გზა“ დაიწყებს.

„გათვალისიწნებულია სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელის და ჭაბურღილების მოწყობა, ასევე აშენდება ახალი რეზერვუარები და საქლორატორო. სამუშაოების დასრულების შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, რომელიც ათეული წლებია გრაფიკით და საუბნო ჭებით სარგებლობს, პირველად, 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, – აცხადებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში წყლის სისტემის მოწყობისთვის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 27 მილიონი ლარია გათვალისწინებული.