სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დისტანციური თერმომეტრები და ქირურგიული ხალათები გადასცა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დისტანციური თერმომეტრები და ქირურგიული ხალათები გადასცა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის ფარგლებში საჩუქრად 30 ცალი დისტანციური თერმომეტრი და 2000 ქირურგიული ხალათი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან. სწორედ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა კოვიდ 19-ის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დროს მიმდინარე წლის 22 აპრილს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში პენიტენციურ სისტემაში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის უზრუნველყო 20-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დროის დაფინანსება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს პანდემიის წინაღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის კიდევ ერთხელ უხდის მადლობას.