ნინო ჯღარკავა: ელისო კილაძე 1000 კვ.მ. ფართს იფორმებს თბილისის ცენტრში!

ნინო ჯღარკავა: ელისო კილაძე 1000 კვ.მ. ფართს იფორმებს თბილისის ცენტრში!

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში „ქრონიკა+“-ის რედაქტორის, ელისო კილაძის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს:

ნინო ჯღარკავა:

"ამ წუთებში ,,სიწმინდის“ და ,,პატიოსნების“ ეტალონი, ჩვენს გინებაში აქაფებული ელისო კილაძე ზის სამშენებლო კომპანიის - „მ2“-ის ოფისში და იფორმებს 1000 კვ.მ. ფართს თბილისის ცენტრში, თან ახლავს ,,ნასედკა“ თემურ კენკებაშვილი!

საიდან ამ ღორქალას ამის საშუალება, პატრონი არ ჰყავს ამ ქვეყანას? ორი წლის წინ ვერაზე ახალაშებულში იყიდა ფართი, ახლა ეს! გამოდით რომელიმე ჟურნალისტი და თქვით, ხელფასით ასეთ ქონებას როგორ იგროვებთ?! შე ბინძურო ქალო, ყველას ტალახის მოსხმით რომ ხარ დაკავებული, ვინც შენ ფულს გიხდის სიბინძურეებში და ვინც შენ ,,გკრიშავს“, ყველა შენთან ერთად უნდა დაიმარხოს!

მიდი ახლა, გამოდე პოსტი, არ ვარ „მ2“-ის ოფისშიო!  

მიდი, აბა, რა ზღაპრს შეთხზავ?!

ჩვენ გვასხამ ტალახს და შენ ჩვენს ხარჯზე შენდები, ხოო, შე ბინძურო!

2 მილიონის ღირებულისაა ქონება და ამ წუთებში მიდის ოფისში ბჭობა, რა ფორმით გადაუფორმონ ამ ღორქალას!პ.ს. შეხვედრა გადადეს ხვალისთვის, 25 თებერვლისთვის, კარგად რომ ჩამოყალიბდნენ"!