გია აბაშიძე: ფსევდოებო და უწიგნურებო, შეეშვით ჩვენ დამოძღვრას!

გია აბაშიძე: ფსევდოებო და უწიგნურებო, შეეშვით ჩვენ დამოძღვრას!

გია აბაშიძე (ანალიტიკოსი):

კორონავირუსთან დაკავშირებულ საპატრიარქოს განცხადებაზე:

მესმის, ზოგიერთი მორწმუნეა, ეკლესიურია, ღვთისმოშიშია, მცირედმორწმუნეა. ზოგიერთი კი საერთოდ ურწმუნოა, ათეისტია, აგნოსტიკოსია, ანთროპოსოფიაშია გადავარდნილი. ზოგიც კი ამ ბოლო ტერმინების გარტყმაში არაა, თანაც პანაშვიდსა და პარაკლისს დღემდე ვერ არჩევს ერთმანეთისგან. თუმცა, თავი მოაქვს ჟურნალისტად, აქტივისტად თუ პოლიტიკოსად. ეს მათი თავისუფალი არჩევანია. იყო ტყემალზე და გაუნათლებელი, ეგეც არჩევანია. თუმცა, როცა ჩემ და მილიონობით ეკლესიის შვილის რელიგიურ გრძნობებს ეხები ღლიცინით, იქ არ დაგინდობთ და გიპასუხებთ ხისტად. ჩემი უღრმესი პატივისცემა ნებისმიერი კონფესიის წევრს. საჯარო პირებო, ხანდახან, მაგალითად, გადახედეთ რა განსხვავებაა ნოვრუზ ბაირამსა და ყურბან-ბაირამს შორის.

კორონავირუსის აფეთქებისას, ნაცსექტის ელკუპონე გოცირიძემ თქვა, რომ ჯობია ზიარება ერთჯერადი კოვზებით ჩატარდეს. დღეს, გავრცელდა ფეიკი, რომ თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა.
ჩვენი საპატრიარქო გვეუბნება: ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, - განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა.

"ფსევდოებო და უწიგნურებო, "თ" და "დ" დაბოლოებები დღემდე რომ გეშლებათ, ზოგს - "ძ" და "ხ, შეეშვით ვითომ ჩვენ დამოძღვრას. ფრიად ბანძდებით ამგვარი ქცევით. მართლმადიდებლობაზე ღლიცინი "შვეჩკობა" არაა და კატეგორიულად მიუღებელია სხვა კონფესიის ადამიანების აუგად ხსენება. დასაცინნი თქვენ ხართ, ზოგად ერუდიციაში. თუნდაც არითმეტიკაში თუ მართლწერაში!

მშვიდობა და განვითარება ჩვენ მრავალფეროვან საქართველოს!