ირაკლი ღარიბაშვილი: რას ნიშნავს, შევეგუოთ და დავთანხმდეთ დავით გარეჯის ნაწილის გადაცემას?

ირაკლი ღარიბაშვილი: რას ნიშნავს, შევეგუოთ და დავთანხმდეთ დავით გარეჯის ნაწილის გადაცემას?

ირაკლი ღარიბაშვილი (საქართველოს თავდაცვის მინისტრი):

"რას ნიშნავს შევეგუოთ და დავთანხმდეთ, დავით გარეჯის ნაწილის გადაცემას? 3600 ჰექტარი მიწა არის გადაცემული არა მართლზომიერად ჩვენი პირველი შეფასებით, ეს არ არის ღალატი, მეგობრებო?
მე ვფიქრობ, ნორმალურ, ძლიერ სახელმწიფოში ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ დაიხურებოდა როგორც მინიმუმ. ამ ადამიანებს, ვისაც დაუმტკიცდებოდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ასეთი ღალატის ჩადენა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ალბათ სამუდამო ციხე დაემუქრებოდა.
გამოვიდა, ეს ბოროტი მასხარა სააკაშვილი, რომელმაც ვერსია მისცა პირდაპირ პროკურატურას, რომ იტყვიან 80 მილიონი დოლარი ავიღეო გარეჯის გაყიდვაშიო, სად ნახეთ, ვინ თქვა, პროკურატურის ვერსიაში ითქვა, ჩემს წერილში არის რომ სააკაშვილმა გაყიდა გარეჯი? ეს მან მისცა ვერსია გამოძიებას. მე ვამბობ ჩემს წერილში, რომ ჩვენთვის მოტივაცია უცნობია, ჩვენ გეუბნებით ფაქტს, ეს ფაქტი მოხდა, თქვენ გაარკვიეთ ბატონებო. გამოვიდა ეს სულელი და თქვა, რომ 80 მილიონი შეიძლება ავიღეო.
მინდა კიდევ ერთხელ ეთერის საშუალებით მადლობა გადავუხადო ბატონ დავით ხიდაშელს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ 25 წელია მოღვაწეობს შვეიცარიაში და ოპერირებს 40 ქვეყანაში მისი კომპანიები, ყველა იმ პატრიოტს, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში, ბატონ ნოდარ ხორბალაძეს, ბატონ თედო გორგოძეს, ჩვენს გმირ მამა კირიონს და რა თქმა უნდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის გარეშეც ეს საქმე არ განხორციელდებოდა.
ორიგინალი რუკა ეს არის საბჭოთა კავშირის დროს „ენკავედეს" დროინდელი, ბერიას დროინდელი და ამ რუკების არქივი არის რუსეთი, რომელიც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეა. როგორ უნდა მოვიპოვოთ ეს არქივები ოკუპანტი ქვეყნიდან?!

ბატონ ბიძინას ვაყენებ საქმის კურსში, რომ საჭიროა ამ რუკების მოძიება და მალე ვიღებ დავალებას, არის ასეთი პიროვნება დავით ხიდაშელი, შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, პატრიოტი კაცი, რომელსაც უნდა დავუკავშირდეთ და რომელიც, სავარაუდოდ, დაგვეხმარება ამ რუკების მოძიებაში. მას აქვს კარტოგრაფიული კომპანია. 20 წელია ამ ჰობითაა დაკავებული. ბატონი დავითი ძალიან შეძლებული ადამიანია, გამორჩეული პატრიოტი, რომელმაც ბატონი ბიძინას ეს დავალება მიიღო ძალიან დიდი სიხარულით. მის წარმომადგენელს შევახვედრე ბატონი ხორბალაძე. დაიწყო მუშაობა. ეს ხდება 2019 წლის შემოდგომაზე და სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 3 აპრილს, კონკრეტულად, ჩამოგვდის რუკები, ორიგინალი, რუსეთის არქივიდან წამოღებული.
გინდათ, სპეცოპერაცია დაარქვით. რეალურად, ოკუპანტი ქვეყნიდან გამოვიტანეთ ეს რუკა და არამარტო ეს რუკა. არ მაქვს უფლება, გავამჟღავნო სხვა უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლებიც გვაქვს. ვფიქრობ, ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი სპეცოპერაციის დამგეგმავი, ინიციატორი და შემსრულებლები, როგორც მინიმუმ, მადლობას იმსახურებენ და ჩემთვის ბატონი დავითის ქმედება, რა თქმა უნდა, გმირობის ტოლფასია. მადლობა ეკუთვნის ამ ადამიანს იმ დიდი პატრიოტული საქმისთვის, რაც გააკეთა.
2007 წელს, ჩვენი ტერიტორიიდან ბოლო რუსის ჯარი გავიდა. ამ რუსეთის ინტერესების გამტარებელმა ბოროტმა, მასხარა სააკაშვილმა 2008 წელს რუსის ჯარი შემოიყვანა, ჩააბარა კოდორი ყოველგვარი შეიარაღების გარეშე, ჯარისკაცები გაგიჟებულები იყვნენ, უომრად გამოგვიყვანესო, არ გამოდიოდნენ ბიჭები, მერე დასაჯეს, ვინც არ გამოვიდა, იმათ ბრძოლა უნდოდათ. 120 სოფელი დაკარგა ნაძირალა კაცმა და ამდენი დევნილი გახადა. ჩიხში შევიდა ქვეყანა და რაც ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რუსის ჯარი არის დამყარებული კავკასიაში ორი დიდი ბაზით.

ამ კოლექტიურმა სააკაშვილებმა გარკვეულ მონაკვეთებზე გამოიყენეს 70-იან წლებში გამოშვებული რუკები, ხოლო გარკვეულ მონაკვეთზე 80-იან წლებში გამოშვებული რუკები. ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით ბაბაქიარის მთაზე, რომელიც დეფაქტო ჩვენ სარგებლობაში იყო, 2006-2007 წელს მიადგნენ ამ მწვერვალს და უცებ გაახსენდათ, რომ უნდა გამოიყენონ 1938 წლის 200 ათასიანი რუკა. გამოიყენეს ამ კონკრეტულ მონაკვეთზე აღნიშნული რუკა და ამის მიხედვით აზერბაიჯანის მფლობელობაში მოექცა აღნიშნული სტრატეგიული და ასევე სამხედრო დანიშნულების სიმაღლე, ბაბაქიარის მთა. მოვიდნენ დავით გარეჯთან, უდაბნოს და ჩიჩხიტურის მხრიდან და პირდაპირ ქედზე გამოატარეს საზღვარი, მაშინ, როდესაც ქედის ქვევით, დაახლოებით 500 მეტრში უნდა გაეტარებინათ. სხვათა შორის, იქ აზერბაიჯანის მხარეს აშენებული აქვს სასაზღვრო პუნქტი, რომელიც ამ რუკით რომ ვიხელმძღვანელოთ, ჩვენ ტერიტორიაზე ხვდება. სწორედ ესაა საეჭვო და ამ კითხვას ვუსვამთ ჩვენ, რატომ არ იხელმძღვანელეთ 1938 წლის რუკით? მოადგნენ ჩიჩხიტურს და მოადგნენ უდაბნოს. ამის საფუძველზე 2007 წელს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დააყენეს უდაბნოში და იწყება მთელი ეს გაუგებრობა მას შემდეგ".

წყარო: "იმედი"