ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ გავიმარჯვებთ!

ლევან ნიკოლეიშვილი: ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ გავიმარჯვებთ!

ლევან ნიკოლეიშვილი (ანალიტიკოსი):

საქართველო გაიმარჯვებს !

დიახ, საქართველოს და მისი ხალხის დამარცხება შეუძლებელია!
ჩვენი ისტორიის მანძილზე უამრავი საშინელება და გასაჭირი გადაგვიტანია: გვართმევდნენ ენას, გვართმევდნენ მამულს, გვართმევდნენ სარწმუნოებას... გვინგრევდნენ ეკლესიებს თუ სახლებს, გვიკლავდნენ და გვტაცებდნენ საჯიშე გოგო-ბიჭებს, წაგვართვეს ძირძველი მიწები... გვეომებოდნენ ხმლით, შუბით, ავტომატებით, ტანკებით თუ თვითმფრინავებით, გვეომებოდა ყველა - შინაური თუ გარეშე მტერი... მაგრამ ვერ დაგვამარცხეს, ვერ დაგვაჩოქეს, მაინც ვართ და ვიქნებით, მაინც ვვითარდებით, მაინც ქართულად ვსაუბრობთ, ქართულ მიწაზე ვცხოვრობთ და მაინც ჩვენს სალოცავებში ვლოცულობთ...

დღეს, როცა კორონავირუსმა მსოფლიოს შემოუტია და საქართველოსაც მოადგა, ყველაზე მეტად გამოჩნდა ჩვენი ქართველობაც, კაცობაც, ქალობაც და სამოქალაქო პასუხისმგებლობაც: ცოტა უხერხული ხომ არ არის, როცა გვიწევს იმაზე საუბარი, ქუჩაში ნაგავი არ დაყარო, რომ თვითჰიგიენას მივხედოთ ან თვითიზოლაციიდან არ გაიპარო, რომ სხვას არ გადადო სენი, სიტუაციით არ ისარგებლო და თვითნებურად არ გაზრდო ფასები, ამ დროს პოლიტიკური ქულების დაწერაზე არ იფიქრო, ან თვითონ არაფრის მაქნისმა პერიოდულად არ იქილიკო და არ ლანძრო ის ადამიანები, რომელთა პროფესინალიზმი ლამისაა მთელმა მსოფლიომ აღიარა...

მე კი ასე გეტყოდით, რომ დღეს ერთიანობის დროა, დღეს ყველამ ერთად უნდა ვძლიოთ ეს სენი, უარესიც ყოფილა, მაგრამ არ დავმარცხებულვართ... და კიდევ ერთხელ მადლობა, ხელისუფლებას ძალიან ოპერატიულად და ღირსეულად რომ მოქმედებს, მადლობა ექიმებს, რომ არა მათ მაღალი პროფესიონალიზმი, კაცმა არ იცის, რა შედეგი გვექნებოდა, მადლობა სამართალდამცავებს, კვლავაც რომ ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე, მადლობა ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ტექპერსონალს, ყველას, ვინც ოპერატიულად და მიუკერძოებლად გვაწვდის ინფორმაციას, მადლობა განთლების სფეროს წარმომადგენლებს, პროფესორებს, მასწავლებლებს, ტექმუშაკებს ონლაინ რეჟიმში სწავლის გაგრძელებისთვის, მადლობა აფთიაქისა თუ მაღაზიის თანამშრომლებს, ავტობუსების მძღოლებს, მეტროს თანამშრომლებს, ყველა ღირსეულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს... უღრემესი მადლობა საქრთველოს მართლმადიდებულ ეკლესიასა და ყველა რელიგიურ წარმომადგენლობებს მრევლის გამხნევებისა და საქართველოსთვის აღვლენილი ლოცვისათვის!... ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად დავამარცხებთ კორონავირუსს, ჩვენ არ გვეშინია! ჩვენ ძლიერები ვართ!

ყველას ჯანმრთელობასა და მხნეობას გისურვებთ! საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!