ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელები დარჩნენ გაოცებულები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელები დარჩნენ გაოცებულები

ირაკლი ღარიბაშვილი (საქართველოს თავდაცვის მინისტრი):

„2019 წელია, მაშინ უკვე პარტიაში დავბრუნდი, წინა წელს ბატონი ბიძინა დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ. მოკლედ მეც პარტიაში ვიმყოფები და მამა კირიონი მირეკავს და მთხოვს შეხვედრას. ბუნებრივია, მე ვხვდები და მიყვება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რაც ხდებოდა, თუ არ ხდებოდა. დიდი გულისტკივილით, დათრგუნული, ძალიან ემოციურად. მთხოვს, რომ იქნებ, ბატონი ბიძინა ჩავაყენოთ საქმის კურსში. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ბატონ ბიძინას სრული ინფორმაცია არ ჰქონდა. ამ შეხვედრიდან ძალიან მალე მე დავინიშნე თავდაცვის მინისტრად. ისევ შევხვდი მამა კირიონსა და ხორბალაძეს. პირველ რიგში, მოვიკითხე თუ რა ხდებოდა. მითხრა, რომ რუკის ორიგინალი ვერ მოიძიეს. 2018 წელს ეს რუკა რომ აჩვენეს აზერბაიჯანელებს, მათ თქვეს, რომ ეს სიახლეა მათთვის. გაკვირვებული დარჩნენ. ქართულ მხარეს არასდროს დაუყენებია საკითხი, რომ პრეტენზია გვაქვს 1938 წლის რუკაზე. წარმოიდგინეთ, ჩვენივე ინიციატივით ვიყენებდით 70-80-იანი წლების რუკებს. მოდით ჩვენში ვთქვათ, თუ რომელიმე ქვეყანა გვაჩუქებს ან დააპირებს, რომ უფრო მეტი ტერიტორია მოგვცეს, რატომაც არ ავიღებთ, ხომ?! მარტივად რომ ვთქვათ. ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელები დარჩნენ გაოცებულები, მაგრამ თქვეს, რომ ეს არ არის რუკის ორიგინალი“.

წყარო: "იმედი"