ირაკლი ღარიბაშვილი: ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი

ირაკლი ღარიბაშვილი: ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება:

არავითარი განსაკუთრებული არ მომხდარა და არც მოხდება. ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ ბოროტი, დანაშაულებრივი სისტემის, რომელიც მან შექმნა სააკაშვილთან, ბოკერიასთან და სხვებთან ერთად. ის, რომ დღეს კიდევ ბედავს ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე ამ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც მათ შექმნეს და წლების განმავლობაში მართავდნენ ამ რეჟიმით, ასეთი განცხადების გაკეთებას, რა თქმა უნდა, ეს არის ღიმილის მომგვრელი. ის თავად არის დამხობილი და მე არ მინდა დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო.