ხათუნა ხოფერია: წადი თქვენი ქარაქუცა პოლიტიკანობა რა ვთქვა!

ხათუნა ხოფერია: წადი თქვენი ქარაქუცა პოლიტიკანობა რა ვთქვა!

ხათუნა ხოფერია (ყოფილი პარლამენტარი):

ასეთი სამარცხვინო ოპოზიცია, ასეთი საკუთარი ხალხის მოძულე პოლიტიკოსები მარტო აქ არიან.... აქ, ამ ქვეყანაში!
მეგონა, მხოლოდ მიშას ეხერხებოდა დრამატული სცენების დადგმა და ტრუპების დაკვეთა პროცესების ასაგორებლად, გრანტების, სუფსიდიების, ვალების ასაღებად... თურმე სადა ხარ...
აი, შაიყარენ!!!
რამ დამაწერია, ხალხის ფული, ანუ ბიუჯეტიდან პარტიებისთვისგამოყოფილი თანხები, 3 თვით ხალხს დაუბრუნეთთქო... ამათ რამხელა "გაჭირვება" ქონიათ...
შიმშილის ეშინიათ! მაშინ, როცა ჯერ კიდევ ადამიანების სიცოცხლისთვის მიდის ბრძოლა!!! როცა შენი ხალხი გყავს გადასარჩენი ფიზიკურად... როცა დილით იღვიძებ და გულში ნატრობ, არავინ იყოს დამარცხებული სიკვდილთან!... ხან თოთო ბავშვის დარდი გახრჩობს და ხან 90 წლის უმწეო მოხუცის...
არააა... ამათ ეკონომიკა ადარდებთ. ემანდ, ფულის დადება არ მოგვთხოვოთ, კრიზისი იწყებაო.
ამათ ჩვენ ყრუები ვგონივართ. ეეე, ოპოზიცია! მსოფლიო ბანკმა გამოყო უკვე თანხები ჩვენი რეგიონისთვის და ხელისუფლება თავის კუთვნილს თქვენი ყიჟინის გარეშეც მიიღებს! გაიგეთ?! უთქვენოდაც!
ისე, ვინ ეკითხებათ ამათ სახელმწიფო აიღებს დახმარებას თუ არა?! ამათ ვინ კითხავს სახელმწიფო სტრატეგიას? თუ, ეს საბაბია და მთავარი არჩევნები და პოლიტპატიმრებია?!
წადი თქვენი ქარაქუცა პოლიტიკანობა რა ვთქვა...
ირმა ინაშვილს და "პატრიოტებს" დიდი მადლობა, ამ მარაზმში რომ არ იღებენ მონაწილეობას! რომ არასოდეს ღალატოენ სამშობლოს, ხალხს, ღმერთს!