ხვალ თბილისი-ოზურგეთის მატარებელზე ზურა შევარდნაძე დაგემგზავრებათ

ხვალ თბილისი-ოზურგეთის მატარებელზე ზურა შევარდნაძე დაგემგზავრებათ

ძვირფასო მგზავრებო!
საქართველოს რკინიგზა აგრძელებს პროექტს შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად. ხვალ თბილისი-ოზურგეთის მატარებელზე თქვენ ზურა შევარდნაძე დაგემგზავრებათ.

გურია - ისტორიული მხარეა, სადაც საინტერესო მოგზაურობა შეგიძლიათ დაგეგმოთ. რა უნდა ნახოთ საქართველოს ამ კუთხეში, ვინ უნდა გიმასპინძლოთ და რომელია ის ადგილები, სადაც აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ - ისტორიებს გურიაზე 28 ივლისს, თბილისი-ოზურგეთის მატარებელში მოისმენთ.

მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევის მიერ მოყოლილი ამბები.

აღმოაჩინე საქართველო - რკინიგზასთან ერთად!
დაგვემგზავრეთ, ჩვენ კი საინტერესო მოგზაურობას გპირდებით.

Gardenia shevardnadze