ბელა კვანტალიანი: გიორგი ვაშაძემ საბუთები გააყალბა, ჩემს სახლში მისი ნათესავი ცხოვრობს

ბელა კვანტალიანი: გიორგი ვაშაძემ საბუთები გააყალბა, ჩემს სახლში მისი ნათესავი ცხოვრობს

ფეისბუქმომხმარებელი ბელა კვანტალიანი სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს ავრცელებს და ხელისუფლებას მიმართავს:
“S o s !!!!!!!!!!!!!!!!!
ჩემი მეუღლე, რომელიც მთავარი მშენებელ-ინჟინერია, ადამინი, რომლის კომპანიამ უანგაროდ შეასრულა სამების ეკლესიის მიწის სამუშაოები, ზურაბ ჟვანიამ გადასცა სიგელი მთავრობის სახლის მეხუთე სართულის გარემონტებისთვის, დღემდე სამართალს ეძებს.

მის მიერ შეძენილ ოროთახიან ბინაში დღეს ნაცმოძრაობის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ბიძაშვილი - ნანა ვაშაძე ცხოვრობს, რომელიც იყო ჩვენი ვაი მეზობელი მეორე სართულიდან. ეს ის ბინაა, რომელმაც ჩემი მეუღლის ჯამრთელობა შეიწირა და დღეს ის მძიმე მდგომარეობაშია. ნანა ვაშაძემ საჯარო რეესტრში გააყალბა საბუთები მაშინ, როცა გიორგი ვაშაძე მართავდა საჯარო რეესტრს. დღემდე მიმდინარეობს ორი სიხლის სამართლის საქმე, რომელშიც გიორგი მელაძე დაზარალებულად არის ცნობილი. საქმეები 2005 წლიდან მიმდინარეობს და მიზანმიმართულად არ ხდება გამოძიება. ნანა ვაშაძე მუშაობს ნარკომანიისა და პრევენციის ცენტრში (ქავთარაძის 21), იგი გახლავთ ლოგოპედი. ჩვენი ბინა აქცია ფულის კეთების წყაროდ, სახლში იღებს პაციენტებს.
ჩემო მეგობრებო, თქვენი დახმარებით ვცდილობ, როგორმე მთავრობას მივაწვდინო ხმა, რადგან საჯარო სამსახურებში ჩაბუდებული ნაცების გამო არ მიდის განცხადებები დანიშნულებსამებრ.

P.S. აღნიშნული საქმეები არის ერთი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და იძიებს გამომძიებელი ნიკოლოზ ნოზაძე და მეორე საქმე ისევ დაუბრუნეს ძველი თბილისის პროკურატურას და იძიებს ია ყიფიანი. ორივე საქმე ეხება ერთი და იმავე საქმეს, კერძოდ საჯარო რეესტრში საბუთების გაყალბებას.